Avandi.ge

მთავარი

კონტაქტი

ბლოგი

Logo Description: The Architecture of a Name

blog

Logo Description: The Architecture of a Name
In 2023–2024, AVANDI, a Georgian winery with deep roots and bold vision underwent a quiet yet profound transformation. Formerly known as ALAZANI, the rebrand to AVANDI marked more than a change in name. It signaled a shift in identity: from tradition alone to a philosophy of building tradition for the future.
At the heart of this transformation stands a single letter the Latin “A”, shaped with the soul of the Georgian “ა”. This fusion is not ornamental. It is architectural.
The letter “A” in both alphabets symbolizes origin, structure, and ascent the first step in both language and legacy. By weaving the Georgian “ა” into the Latin form, the logo becomes a visual bridge between two scripts, two cultures, and two philosophies: preservation and innovation.
The word “Avandi,” as ancient Georgian sources suggest, can be traced to meanings of “rule” or “foundation.” This aligns with the brand’s promise: to build wines that deserve to be remembered, crafted with the precision of an architect and the soul of a storyteller.
The design draws upon historical, linguistic, and cultural depth, echoing the winery’s architectural inspiration where Gothic arches meet Georgian stone, and old methods meet new classics.
Ultimately, the AVANDI logo is not a mark. It is a message.
A declaration that wine is not only memory - it is structure, language, and legacy.

ჩვენი ბლოგი

blog

ღვინის მაღაზია ავანდი

ჩვენი მონობრენდული მაღაზია 2020 წლიდან რუსთაველის #26-ში მდებარეობს, სადაც ჩვენი ღვინის სრული კოლექციაა წარმოდგენილი. ეს არის ინფორმაციული ბლოგი მათთვის, ვისაც წინასწარ აინტერესებს რა პროდუქცია და ფასები დახვდება ავანდის ღვინის მაღაზიაში. "Avanduri Winery" რქაწითელი - თეთრი მშრალი - 16.00 ₾ "Avanduri Winery" რქაწითელი ქარვა - ქარვისფერი მშრალი - 19.00 ₾ "Avanduri Winery" წინანდალი - თეთრი - მშრალი - 21.00 ₾ "Avanduri Winery" მანავი - თეთრი მშრალი - 23.00 ₾ "Avanduri Winery" ქისი - თეთრი მშრალი - 23.00 ₾ "Avanduri Winery" ხიხვი - თეთრი მშრალი - 25.00 ₾ "Avanduri Winery" ინანი - თეთრი ნახ. მშრალი - 25.00 ₾ "Avanduri Winery" საფერავი - წითელი მშრალი - 22.00 ₾ "Avanduri Winery" მუკუზანი - წითელი მშრალი - 25.00 ₾ "Avanduri Winery" ქინძმარაული - წითელი ნახ. ტკბილი - 25.00 ₾ "Avanduri Winery" ახაშენი - წითელი ნახ. ტკბილი - 24.00 ₾ "Adamati" წინანდალი - თეთრი მშრალი - 30.00 ₾ "Adamati" მანავი - თეთრი მშრალი - 30.00 ₾ "Adamati" საფერავი - წითელი მშრალი - 30.00 ₾ "Adamati" მუკუზანი - წითელი მშრალი - 35.00 ₾ "Adamati" ახოები - წითელი მშრალი - 35.00 ₾ "Adamati" ქინძმარაული - წითელი ნახ. ტკბილი - 35.00 ₾ "Adamati" ხვანჭკარა - წითელი ნახ. ტკბილი - 75.00 ₾ "8000 Qvevri" რქაწითელი - ქარვისფერი მშრალი - 32.00 ₾ "8000 Qvevri" წარაფი - ქარვისფერი მშრალი - 35.00 ₾ "8000 Qvevri" ქისი - ქარვისფერი მშრალი - 35.00 ₾ "8000 Qvevri" ხიხვი - ქარვისფერი მშრალი - 35.00 ₾ "8000 Qvevri" მწვანე - ქარვისფერი მშრალი - 35.00 ₾ "8000 Qvevri" ჩინური - ქარვისფერი მშრალი - 35.00 ₾ "8000 Qvevri" 3 ქვევრი - ქარვისფერი მშრალი - 40.00 ₾ "8000 Qvevri" საფერავი - წითელი მშრალი - 35.00 ₾ "8000 Qvevri" ახოები - წითელი მშრალი - 40.00 ₾ "8000 Qvevri" თავკვერი - წითელი მშრალი - 50.00 ₾ "Collection" საფერავი რეზერვი - წითელი მშრალი - 45.00 ₾ "Collection" მუკუზანი რეზერვი - წითელი მშრალი - 60.00 ₾

blog

ქართული ღვინო აშშ-ს ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად ემზადება

ღვინის ექსპორტს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ეს ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება. იგი ქვეყნის მთლიანი საექსპორტო მოცულობის 4%-ზე მეტს შეადგენს. 2023 წლის იანვარი-მაისის პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტი 30%-ით, მკვეთრად გაიზარდა. პირველი ხუთი თვის განმავლობაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 103 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვანი ნახტომია წინა წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებული დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარიდან. ნატურალური ღვინო კვლავ საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო საქონლად ითვლება და ქვეყნის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სიაში მესამე ადგილს იკავებს. ქართული ღვინის მთავარ მიმართულებად კვლავ რუსული ბაზარი რჩება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინეთისა და აშშ-ს ბაზრები მიმზიდველ ბაზრებად ყალიბდებიან. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი მოკრძალებულია, თუმცა მზარდი ტედენციებით გამოირჩევა. 2021 წლიდან 2022 წლამდე ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 7%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა იგი საქართველოს მთლიანი ღვინის ექსპორტის მხოლოდ 0.11% შეადგენს. სწორედ, მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ღვინის ბაზარზე არსებული მზარდი პოტენციალის გამოყენების მიზნით, 2023 წელს მეღვინეობა „ალაზანსა“ და STORY WINERY-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ქართულ ღვინოზე ცნობიერების ასამაღლებლად, საქმიან და საგანმანათლებლო ვიზიტებს ითვალისწინებს. აშშ-ის ღვინის მოყვარულთა კლუბი, 2020 წელს ამერიკულმა კომპანია STORY WINERY-მ ჩამოაყალიბა. კლუბი დღეს 500-ზე მეტ სომელიეს, ღვინის ჟურნალისტს, დისტრიბუტორს, იმპორტიორსა და ამერიკის 46 შტატში ღვინის უბრალო მოყვარულს აერთიანებს. მემორანდუმის თანახმად, ქართული ღვინით დაინტერესებული კლუბის წევრები საქართველოს წელიწადში რამდენჯერმე ეწვევიან. აქცენტები თითოეულ რეგიონსა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ღვინის მეწარმეების მხარდაჭერაზე გაკეთდება. ეს ვიზიტები კლუბის წევრებს არა მხოლოდ განსაკუთრებულ ღვინის გამოცდილებას შესთავაზებს, არამედ ამერიკულ ღვინის საზოგადოებასა და ღვინის ქართველ მწარმოებლებს შორის ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. „დღეს ქართული ღვინის გაყიდვების 95%-ი აშშ-ს მხოლოდ ერთ ქალაქზე, ნიუ იორკზე მოდის, რაც მეტწილად საქართველოდან და აღმოსავლეთ ევროპიდან მიგრირებული მოსახლეობით არის განპირობებული. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ყველა შტატში ავამაღლოთ. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე ვიზიტორთა უმეტესობა ამერიკის დასავლეთ სანაპიროსა და ცენტრალური შტატებიდან იქნებიან.“ – განგვიმარტა მეღვინეობა „ალაზანის“ დამფუძნებელმა, სიმონ ნადაშვილმა. პირველი საგანმანათლებლო ვიზიტი 16-20 ივნისს შედგა და ღვინის კლუბის 21 წევრი საქართველოს პირველად ეწვია. კომპანია ალაზანისა და STORY WINERY-ს ორგანიზებით ვიზიტორები 12 შერჩეულ მცირე და საშუალო მეღვინეობას ესტუმრნენ და 100-ზე მეტი დასახელების ადგილობრივი ღვინო დააგემოვნეს. ღონისძიებას სოფელ კარდენახში მდებარე სასტუმრო კომპლექსმა „ამპელომ“ უმასპინძლა. ამასთან, მეღვინეობა „ალაზანის“ მიერ ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ ცხადყო, რომ შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტიორები რიგ მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებებს აწყდებიან. მთავარ გამოწვევებს შორის მაღალი ლოგისტიკური ხარჯები, აშშ-ს კანონმდებლობის სირთულე, ქართულის ღვინის დაბალი ცნობადობა და საავტორო უფლებების საკითხებია. ამ ბარიერების გადასალახად კი, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის მხრიდან მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა საჭირო. სწორედ ამ იდეით, მეღვინეობა „ალაზანმა“ სამი ძირითადი მიზანი დაისახა, რომელებიც მოიცავს: აშშ-ში ქართულ ღვინოსა და საქართველოზე არსებული ინფორმაციული ვაკუუმის შევსებას, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და დასავლეთ შტატებში; ბაზარზე შეღწევადობის გამარტივებას, იქნება ეს ლოგისტიკური საკითხები, ბიუროკრატიული პროცესების დაძლევა, დანახარჯების შემცირება თუ სხვა; და ამერიკაში ქართული ღვინის ე.წ. ჰაბის დაარსებას, რაც თავისთავად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და გაამარტივებს აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პროცედურებსაც. ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათი პროდუქტის აშშ-ში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანი მომხმარებელთა ბაზრისთვის მიწოდებას. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აშშ-ს ღვინის ბაზრის სტაბილური მახასიათებლები და მოთხოვნის ზრდის ტრაექტორიაც, ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ბაზრის ზრდა 2023 – 2027 წლებში, ყოველწლიურად 5.85%-ით არის მოსალოდნელი (CAGR 2023-2027). აღნიშნული კი, ქართული ღვინის ექსპორტიორებისთვის კარგი შესაძლებლობაა, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის ფართო მიწოდებით აშშ-ს ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები გახდნენ.

©Avandi Winery

წესები და პირობები | კონფიდენციალურობის პოლიტიკა